არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის სისულელე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრიო თეა წულუკიანი ბოდბელი ექისკოპოსის, იაკობის განცხადებას, რომელაც თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის მკვლელობას გეგმავდნენ. მანვე თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც გიორგი გახარია და ვახო გომელაური ესწრებოდნენ და პატრიარქის გადაყენებასა და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიოს არჩევაში დახმარებას სთხოვდნენ.
წულუკიანი ამბობს, რომ ბოდბელი ეპისკოპოს იაკობის განცხადებები პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს.
"არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის სისულელე. ძალიან გული მტკივა. რაც მეუფის მხრიდან მოვისმინეთ, ამგვარი განცხადებები, პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს და მე უარს ვამბობ მივიღო მონაწილეობა იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და ასევე პატრიარქს გულს ატკენს"- ამბობს წულუკიანი.