თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ამის შესახებ, თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
შავი ზღვის ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ნიკა გილაურმა ბაქო_თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
გილაურმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებები ჰქონდა, თუმცა დღეს ის თავად ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.
"საქართველო რეგიონში ენერგოუსაფრთხოების ცენტრი გახდა. საქართველოზე გადის ელექტრომატარებლები აღმოსავლეთისკენ, დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. ჩვენ ენერგოუსაფრთხოების ფარგლებში ენერგეტიკის დივერსიფიცირების აუცილებლობას ვაცნობიერებთ,-" განაცხადა ნიკა გილაურმა