"ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი გამოდის ინიციატივით, რომ შეერთებული შტატების ჯარები საქართველოში, კერძოდ კი ახალქალაქში განთავსდეს. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერზე“ დაწერა.
"შემოთავაზება: შეერთებული შტატების ჯარი, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს "ჰორიზონტს მიღმა" განთავსებული ძალა, რათა ISIS-ის რეაბილიტაციის შემთხვევაში მოხდეს სწრაფი რეაგირება.
აშშ-ს შეუძლია ახალქალაქის ძველი რუსული ბაზის გამოყენება, რომელიც სულ რაღაც 460 მილით (740 კმ)არის დაშორებული რაქიდან.
ახლა საქართველო უფრო მეტად არის საიმედო ვიდრე ერაყი", - წერს ლუკ კოფი.
ლუკ კოფმა გასულ წელს კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდა, კერძოდ, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იმგვარად, რომ მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.