დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმის პორტში შევლენ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები - იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და თურქეთის ხომალდი AMASRA.
მანამდე ბათუმის ნავსადგურს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ეწვია.
USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.
USS Porter-მა ბათუმის პორტი უკვე დატოვა.