საერთაშორისო ჯგუფ "ვიონი"-ს წევრის, ბილაინის თანამშრომლები, მონაწილეობას იღებენ "ვიონი" ჯგუფის ინოვაციურ კონკურსში DIGITHON-ი, რომელიც უკვე მესამე წელია იმართება თანამშრომლებისთვის 10-ვე ქვეყნიდან სადაც "ვიონია" წარმოდგენილი.
საერთაშორისო ჰაკათონი DIGITHON -ი, ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება.
პირველ ეტაპზე ადგილობრივი კონკურსი "ვიონის" წევრ 10-ვე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON -ზე ჯგუფის სათავო ოფისში - ამსტერდამში მიემგზავრება.
გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს.
ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარსდგება. წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაცაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში - სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G ლაივშია.
გამარჯვებულ გუნდს ასევე ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON –ის ორგანიზებაში.