წყნარი ოკეანის სამხრეთ სანაპიროზე, სამოაში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქი აპიადან სამხრეთ დასავლეთით, 169 კილომეტრში დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით, ბიძგების სათავე ზღვის დონიდან 89 კილომეტრში დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.