საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას "ლელოს" კიდევ 12 ახალი წევრი წარუდგინა.
ესენი არიან კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი, განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი; ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი, სომელიე და კომპანია "გასტრონავტის" დამფუძნებელი; ვაჟა სამადბეგიშვილი - ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია "კა-დე-ვე" ჯორჯიას გენერალური დირექტორი; ლაშა მარგიანი - პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი; მარიამ თავაძე - ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ალექსანდრე რატიშვილი - ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი; ლევან ლომთაძე - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი; გიორგი ბიჭიაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; გიორგი მჭედლიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; ირაკლი კუცია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; მარიამ აფრასიძე - სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობას "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.