გაცილებით უფრო რთულად არის მდგომარეობა მსოფლიოში ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩვენ გვეგონოს, - - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.
მისი თქმით, რუსეთთან პრობლემების მოგვარების ორი გზა არსებობს. ერთი - იარაღით ხელში, მეორე კი მოლაპარაკებით.
„სხვა გზა არ არის ცნობილი. მოლაპარაკების გზა, მოლაპარაკების მცდელობა - ეს არის თემა, რომელიც ახასიათებს პატარა ქვეყანას დიდი საფრთხეების წინაშე. თუკი ჩვენ ამ გზით არ წავალთ სერიოზულ, გაცილებით უფრო მძლავრ, დამანგრეველ დარტყმებს მივიღებთ. მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს. ამ გლობალურ გამოწვევებში უნდა გადარჩეს ჩვენი პატარა ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ყველა ეტაპზე, უნდა დაიგეგმოს და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს პატარა საქართველოს გლობალური გამოწვევის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მომავალი არ გვაქვს, გაცილებით უფრო რთულად არის მდგომარეობა მსოფლიოში ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩვენ გვეგონოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.