გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და სირიაში ცეცხლის დაუწყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ერდოღანს მტკიცედ მოსთხოვა არ დაუშვას ანკარამ სირიის ქალქ ქობანზე იერიში, სადაც უმეტესად ქურთები ცხოვრობენ.
მანამდე ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ამის გარდა სანქციები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი ანკარას, შს მინისტრს სულეიმან სოილუსა და ენერგეტიკის მინისტრს ფათიჰ დონმეზს.
ერდოღანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ის ქურთულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს და სანქციების მიუხედავად, სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.
„ჩვენი მიზანი ნათელია და ჩვენ არ ვშფოთავთ რაიმე სანქციების დაწესების გამო. სირიელი ქურთი მებრძოლები ძალიან სწრაფად კარგავენ პოზიციებს. ჩვენი მიზანია, ტერორისტები თურქეთის საზღვრიდან 32 კილომეტრში განვდევნოთ. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ",- განაცხადა ერდოღანმა.
თუქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთით 9 ოქტომბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო", ხელისუფლების განცხადებით, მის მიზანს წარმოადგენს ქურთთა შეიარაღებული ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების განადგურება.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სირიაში 637 ტერორისტი გაანადგურეს.