საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ბიძგებმა 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 14:57 საათზე დაფიქსირდა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო.