ჩვენი ეკლესიის ადგილი არაა რუსეთის ეკლესიის კალათაში, ჩვენი ადგილია თავისუფალი მართმადიდებელი ეკლესიების კალათაში, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროვებენ და შეურაცხყოფენ. – ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში .
„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი. ჩვენთვისვეა უკეთესი, რომ "აღიარების მინიჭების/აღდგენის უფლება" მსოფლიო საპატრიარქოზე იყოს "დამაგრებული", რადგან იქ გაცილებით მეტი დაზღვევის მექანიზმი არსებობს, ვიდრე რუსეთის ეკლესიაში, რომელიც სამწუხაროდ სრულად წაროადგენს კრემლის პოლიტიკურ ინსტრუმენტს. ეს თემა ეკლესიურია თავისი ბუნებით, თუმცა შეიცავს საზოგადოებრი-პოლიტიკურ მდგენელს. ჩვენი ეკლესიის ადგილი არაა რუსეთის ეკლესიის კალათაში, ჩვენი ადგილია თავისუფალი მართმადიდებელი ეკლესიების კალათაში, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროვებენ და შეურაცყოფენ. ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო საპატრიარქო ამერიკაა, ელადა კი - ევროკავშირი. რუსეთი აქაც რუსეთია - მოძალადე და დამპყრობელი. ყველა ვხვდებით, რომ აღიარება დროის საკითხია, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა გაწელვა, არამედ დაჩქარება. და ეს ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესშია. მიხარია რომ Melkhisedek Khachidze ახალი თაობის ის იერარქია, რომელსაც სრულად ესმის ჩვენი ეკლესიის "შემობრუნების" აუცილებლობა. პატრიარქმა ბართლომეოსმა რამდენჯერმე განსაკუთრებული სითბოთი როგორც პირადი მეგობარი მოიხსენია მეუფე მელქისედეკი, აღნიშნა მისი როლი ეკლესიების ურთიერთობის განმტკიცებაში. იმედი მაქვს, რომ წმინდა სინოდის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ჩვენი იერარქი ხმამაღლა დააფიქსირებს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნას. სვეტიცხოვლობას გილოცავთ! P.S. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეოლოგ ბატონ Gocha Barnovi-ს მსოფლიო საპატრიარქოში ჩვენი ვიზიტის ორგანიზებისთვის’,’ - წერს გიგი უგულავა