დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ძალოვანებისთვის სოციალური შეღავათების დაწესებას დღეს თავდაცვის მინისტრს მოსთხოვს, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზეა მოწვეული. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაღათურია შეიარაღებული ძალების თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული წინადადებით იგი პარლამენტშიც გამოვიდა და ინიციატივით ანტიკრიზისულ საბჭოს ფორმატში ფინანასთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილსაც მიმართა.
დღეს კი იგი ამ ინიციატივას თავდაცვის მინისტრსაც გააცნობს.
ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომა ბაჩო ახალაიას მონაწილოებით პარლამენტში 16:00 საათისათვის არის დანიშნული.