უნგრეთში გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგები შემაშფოთებელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიისთვის. ბუდაპეშტსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ბუდაპეშტის მერის არჩევნებში, ხმის დათვლის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციიონერი კანდიდატი გერგელი კორაჩონი ლიდერობს. ამ დროისთვის მას ხმების 50.1%% აქვს მოპოვებული, ხოლო მისი მოწინააღმდეგეს მმართველი პარტიიდა იშტვან ტარლოშს 44.8%
გავრცელებული ინფორმაციით, ტარლოშმა დამარცხება აღიარა, გამარჯვებულ კანდიდატს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.
71 წლის იშტვან ტარლოშს ბუდაპეშტის მერის თანამდებობა 2010 წლიდან უჭირავს.
აღსანიშნავია, რომ ორბანის პარტიას „ფიდესს“ [Fidesz] 9 წლის წინ, ხელისფულებაში მოსვლის შემდეგ, არჩევნებში მარცხი არ განუცდია.
Fidesz - უნგრეთის სამოქალაქო ალიანსი, ნაციონალისტურ-კონსერვატიული, მემარჯვენე-პოპულისტური პარტია.