გარწმუნებთ, ივანიშვილის დამარცხება არის ეროვნული ამოცანა, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.
მისი თქმით, ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის ქვეყნის არსებობის საფრთხე.
"ეს კაცი რასაც აკეთებს, არის საფრხე ჩვენი ქვეყნის არსებობის და სახელმწიფოსი, მაგრამ მას თუ დავამარცხებთ, სწრაფად ვიქნებით გამოსასვლელი კრიზისიდან. სწრაფად გამოსვლისასთვის ჩვენ არ გვჭირდება პოპულისტები, რომელიც ივანიშვილის სტილში ყველაფერს დაპირდებიან ხალხს და მოატყუებენ. ხან სოციალ-დემოკრატები არიან ვაშაძესავით, ხან ქრისტიან-დემოკრატები. ამას ჭირდება ძალა, რომელსაც აქვს ხედვა და არ შეუშინდება ამას", - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ასეთი ხედვა და ასეთი ძალა არის "ევროპული საქართველო".