"ევროპული საქართველო" არის ვარდების რევოლუციის მემკვიდრე, მისი ჩავარდნებისაც და მისი მიღწევებისაც, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას დაშორდა ყველა მიმართულებით.
"ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ამ მემკვიდრეობას დაშორდა ყველა მიმართულებით. ყველა საკითხში. სეკულარული სახელმწიფოს საკითხში, პროდასავლური და სხვებში. ყველა მიმართულებით", - თქვა ბოკერიამ.