"ტარგეტირება და თავდასხმები იყო "ნაციონალური მოძრაობის თავდასხმები ჩვენს წინააღმდეგ. ეს არჩევანი გააკეთა სააკაშვილმა გაყოფისთანავე, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "მთავარის' ეთერში.
მისივე თქმით, ის გაემიჯნება ყველა სისულელეს, რომელიც სააკაშვილსა და ენმ-ს აქვს, რადგან სახელისუფლებო პროპაგანდა "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ერთიანად ასაღებს.
"ყოველთვის, როცა მსხვილი პოლიტიკური ძალა, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ეწევა მარქსისტულ-მემარცხენე პოპულიზმს, რომ მდიდრები გავაკულაკოთ და დავარიგოთ, სისულელეს, რომ სმარტფონებით უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, მათ შორის მოსამართლეები, როდესაც ცდილობს, რომ პატრიოტთა ალიანსს შეეჯიბროს სიძულვილში უცხოელების მიმართ, ეს უნდა ვამხილოთ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ივანიშვილს, იმიტომ, რომ მცდარია და იმიტომ, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას აძლევს ხმას", - თქვა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, გაავრცელოს სტიგმა, რომ ოპოზიცია არის მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არა სხვა, "ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ არის მრავალფეროვნება"