იაპონიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანას უკანასკნელ 60 წელში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "ჰაგიბისი" დაატყდა.
უახლესი მონაცემებით დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. 13 ადამიანი ამ დრომდე გაუჩინარებულად ითვლება.
იაპონიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ტოკიოში, "ჰაგიბისის" დარტყმის შემდეგ, სამაშველო ოპერაციას 27 000-მდე სამხედრო პირი შეურთდა.
ნაგანოს ცენტრში, წყალდიდობით შემოსაზღვრული მატარებლების სახურავებიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გაჰყავთ.
დაახლოებით 150 000 ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, ერთ დღეში, წლიური წყალმოვარდნის 40% მოვიდა.
ტაიფუნის შედეგად სპორტის რამდენიმე სახეობაც მნიშვნელოვნად დაზარალდა.
იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, გაუქმდა რამდენიმე მატჩი, მათ შორის იაპონია-შოტლანდიის შეხვედრაც, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს. ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბეებიც ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. გაუქმებულია ფრენები.ხელი შეეშალა იაპონიის ფორმულა ერთის საკვალიფიკაციო ტურნირსაც.
უახლესი მონაცემებით სახლის მიტოვება და თავშესაფრის მოძიება 7 მილიონ ადამიანს მოუხდა, 50 000 კი საკუთარ თავშესაფარში განთავსდა.
კიდევ ერთხელ დაზარალდა ტაიფუნ "ფაქსაის" შედეგად, ერთი თვის წინ განადგურებული 30 000 სახლი, რომელთა სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.