დეპუტატი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირების განახლება აუცილებელია და ხელისუფლებას მისი გახსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ლარსის გახსნა აუცილებელია და საკუთარი მოსაზრების არგუმენტად იმას ასახელებს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაზე მცხეთა-თიანეთის მოსახლეობა სოციალურად არის დამოკიდებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, სასაზღვრო პუნქტის გახსნით დაინტერესებულია სომხეთი და აზერბაიჯანი.
რაც შეეხება ლარსის ფუნქციონირების განახლებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ბაღათურია მიიჩნევს, რომ `რა თქმა უნდა, საფრთხე გაიზრდება, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია,~ . კითხულობს ბაღათურია და აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოსახსნელად `მთავარია, მებაჟეებმა იმუშაონ დიდი სიფრთხილით.~
აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც, სავარაუდოდ დღეს გაიმართება, `ქრისტიან-დემოკრატების~ მოთხოვნით, სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.