მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლის ყოლა ახანგრძლივებს მათი პატრონის სიცოცხლეს, იცავთ მათ ბევრი სხვადასხვა დაავადებისაგან და ნაადრევი სიკვდილის რისკს დაახლოებით 24%-ით ამცირებს.
უახლესი კვლევის შედეგები ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ახალი კვლევაზე მუშაობისას, გამოიყენეს და გაანალიზეს ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, რომელის ამ საკითხის შესწავლას ეხებოდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ნაადრევი სიკვდილის რისკი, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებთ, ძაღლის ყოლის შემთხვევაში, საშუალოდ 31%-ით მცირდება.
ამავე კვლევის თანახმად, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ძაღლის ყოლა სასარგებლოა მარტოხელა და ხანდაზმული ადამიანებისთვის. უერთგულესი შინაური ცხოველები მათ ეხმარებიან, რომ თავი მარტოდ და სოციალურად იზოლირებულად არ იგრძნონ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ძაღლის ადამიანის ჯანმრთელობის გავლენის შესახებ უფრო მეტი და ფართო ინფორმაციის მისაღებად კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო.