ტურიზმიდან შემოსავალმა იანვარი-ივნისის პერიოდში 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. იტყობინება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
2019 წლის იანვარი-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იანვარი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 7.7%, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.
2019 წლის აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 878 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.