19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი - "Jazz and Wine" გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი "MF ROBOTS" და იტალიური ბენდი "Sugerpie & Candymen".
"Jazz and Wine"-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ;
იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:
ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება "რადისონ ქოლექშენში" 19-20 ოქტომბერს - 900 ლარი.
ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება "Park Hotel"-ში 19-20 ოქტომბერს - 500 ლარი.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.
წელს "Jazz and Wine"-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი "აიგრუპი", რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის - ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას გეგმავს.
ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. "Jazz and Wine" – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს ელექტრომობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.
ბილეთები შეიძინეთ ონლაინ - tkt.ge-ზე.