წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6%-ით ჩამორჩება.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5%), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1%-ს უტოლდება.