ყაზახეთში, ალმათის ოლქის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონა სმარტფონის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგონამ დამტენ მოწყობილობაზე ჩართულ სმარტფონთან ერთად დაიძინა.
გამთენიისას სმარტფონის ელემენტი აფეთქდა, რის შედეგდაც გოგონა სასიკვდილო დაზიანებებით გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მეცხრეკლასელ გოგონას მუსიკის მოსმენის დროს ჩაეძინა.