ტაივანში ხიდი ჩამოინგრა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, აქედან 6 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტაივანის საპორტო ქალაქში ხიდი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ნავთობმზიდი სატვირთო მანქანა ხიდზე გადაადგილდებოდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნანგრევებში ამ დრომდე რამდენიმე დაშავებული იმყოფება. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.