ჩინეთში კომუნისტური მმართველობის 70 წლისთავს მასშტაბური სამხედრო ღონისძიებებით აღნიშნავენ.
პეკინში, პრეზიდენტმა სი ჯინპინმა მოქალაქეებს მიმართა და ჩინეთის კომუნისტური მმართველობის ისტორიის 70 წლისთავი მიულოცა.
„ვერცერთი ძალა, ვერასდროს შეძლებს ჩინეთის სტატუსის შერყევას ან ჩინელი ერის განვითარების შეჩერებას“,- განცხადა სი ჯინპინმა „სამოთხის ჭიშკართან“, ზუსტად იქ სადაც 1949 წელს ჩინეთის ლიდერმა მაო ძედუნმა პირველად განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნება.
ჩინეთის კომუნისტური პარტია (ჩკპ) დაარსდა 1921 წელს კომინტერნის ნაციონალურ - რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პროცესში და ჩინეთში მარქსიზმ-ლენინიზმის გავრცელებული იდეების ზემოქმედებით. 1949 წლიდან პარტია ჩინეთის სათავეშია.
ფოტო: Reuters