საქართველოს ბანკი და დეველოპერული კომპანია "რედ-კო" ერთობლივი აქციის შესახებ აცხადებს. მომხმარებელს, რომელსაც სურს ინვესტიციის სახით უძრავი ქონების შეძენა, შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს საინვესტიციო, გამარტივებული ლარის ან მის შემოსავლებსა და სურვილებზე მორგებული სხვა ტიპის იპოთეკური სესხით. კომპანია "რედკო" კი მათ სთავაზობს გარემონტებულ ბინებს ახალ გუდაურში, თეთრი კარკასის ფასად.
ყველაზე კარგი ინვესტიცია უძრავი ქონების შეძენაა, რომელსაც გააქირავებ და მიიღებ დამატებით შემოსავალს. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ მიმზიდველ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ბინის მფლობელს აქვს შესაძლებლობა, ეფექტური მართვით, საკუთარი აპარატმენტების გაქირავებიდან, 12-18%-მდე წლიური შემოსავალი მიიღოს. პოპულარულ ტურისტულ ზონებში აპარტ-ოტელების რენტაბელობა უდავოა. გუდაური წლებთან ერთად სულ უფრო პოპულარული კურორტი ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ნაყიდი ბინის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სწორად განხორციელებული ინვესტიციაა.
"რედკო ზრუნავს მომხმარებლებზე და გამუდმებით სთავაზობს მას სიახლეებს განვითარებად კურორტებზე. ახლა კი ამას პარტნიორ ბანკთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, „რედისონ ბლუ გუდაურს". ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოყო", - აცხადებენ რედკოში.