საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს
გახარიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„კოლეგებო, თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით. ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე. ასევე, მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებიც“, - თქვა გახარიამ.