საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მის გარეშე ვერ გავხდებოდი საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი ჟაკ შირაკის გარდაცვალებას ეხმიანება", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი.
ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე 1995 წლიდან 2007 წლამდე იმყოფებოდა.