ჩინეთში, ქალაქ განჩჟოუს ყოფილი მერის, 57 წლის ცჟან ცის სახლში, ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 13,5 ტონა ოქრო აღმოაჩინა. ძვირფასი ლითონი, სახლში ზოდების სახით ინახებოდა. იუწყება გამოცემა powerapple.
გარდა ამისა, არაოფიციალური მონაცემებით, სახლის საიდუმლო სარდაფში იპოვეს დიდი რაოდენობით თანხა.
მედიის მონაცემებით, თანხა, ოქრო, ფერწერული ნამუშევრები და ანტიკვარული ნივთები სახლიდან რამდენიმე სამხედრო სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. მამაკაცს, სავარაუდოდ სიკვდილით დასჯა ემუქრება.