ავსტრალიის დედაქალაქის, კანბერას ტერიტორიაზე ნებადართული გახდა კანაფის რეკრეაციული მიზნებით გამოყენება, რითაც კანბერა პირველი ქალაქი გახდა ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე. იტყობინება BBC.
კანბერას საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დღეს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ზრდასრულ ადამიანებს შეეძლებათ იქონიონ 50 გრამი მარიხუანა. ასევე ნებადართული გახდა სახლის პირობებში 4 ნერგი კანაფის მოყვანა.
ავსტრალიის დანარჩენ ტერიტორიაზე მარიხუანის პირადი მოხმარება ისევ აკრძალულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ კანაფის სამკურნალო მიზნით გამოყენების ლეგალიზება 2016 წელს განხორციელდა.
იმ შემთხვევაში, თუ კანბერის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ კანონს ფედერალურ დონეზე გაასაჩივრებენ, შესაძლოა ლეგალიზება შეჩერდეს.
რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის გამოყენება ნებადართულია კანადაში, ესპანეთში, ურუგვაისა და აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის კალიფორნიაში.