აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ წინამორბედ ბარაკ ობამასგან განსხვავებით მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს. ამის შესახებ ტრაპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პაკისტანელ ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება The Hill-ი.
"მიმაჩნია, რომ მივიღებდი ნობელის პრემიას ბევრი რამის გამო, მას რომ სამართლაინად ანიჭებდნენ. მაგრამ ისინი მას სამართლაინად არ ანიჭებენ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"მათ პრემია ობამას პრეზიდენტად არჩევისთანვე მიანიჭეს. მას თავადაც არ ესმოდა, რისთვის მიიღო ის და იცით, რაა? ეს ერთადერთია, რაშიც მას ვეთანხმები", - დასძინა ამერიკის ლიდერმა.
The Hill-ის ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერი იმრან ხანი სიცილს ვერ იკავებდა, როდესაც ტრამპი ნობელს პრემიის შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა
თებერვალში იაპონური მედია წერდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად ტრამპის კანდიდატურა დააყენა კორეის ნახევარკუნძულზე კრიზისის დარეგუილირებაში შეტანილი წვლილისთვის, თუმცა აბემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ბარაკ ობამამ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 2009 -2017 წლებში იკავებდა, 2009 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო საერთაშორისო დიპლომატიისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების გამყარებისთვის.
2019 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები 7-14 ოქტომბერს დასახელდებიან.