გარწმუნებთ, ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა, რომ ევროპული საქართველოს გარშემო შეიქმნას კოალიცია და არა ნაციონალური მოძრაობის, - განაცხადა "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემაში "ღამის მთავარი".
მისი თქმით, უსუფაშვილი და ხაზარაძე უფრო მეტი ალბათობით ითანამშრომლებენ ევროპულ საქართველოსთან, ვიდრე ენმ-სთან.
"უსუფაშვილმა თქვა, რომ ოცნებასთან არ წავა. ახლა თქვენ იტყვით, უნდა გვჯეროდეს თუ არა? ხომ კარგია თუ შეასრულებს ამ სიტყვას?! ხაზარაძემაც თქვა. ეს ორი ჯგუფი, ბევრად უფრო მეტი ალბათობით, ითანამშრომლებს ევროპულ საქართველოსთან, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან. აქედან გამომდინარე გარწმუნებთ, ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა, რომ ევროპული საქართველოს გარშემო შეიქმნას კოალიცია და არა ნაციონალური მოძრაობის.
სააკაშვილის პირობებში, ამ ნაციონალური მოძრაობის გარშემო, მისი ცენტრის გარშემო შექმნა უფრო რთული იქნება. ივანიშვილის დასამარცხებლად ვიძახი, თავი რომ დავანებოთ შეხედულებებს. ეს არ არის არავის შეურაცხყოფა. ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს", - თქვა ბოკერიამ.