ავსტრიაში, ქალაქ ტაიროლის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ გერმანული DW წერს.
დაშავებულები საავადყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის მილის ცვლილებას მოჰყვა, თუმცა ეს ინფორმაცია პოლიციამ არ დაადასტურა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.