შოტლანდიაში დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი დეპუტატებიც დაესწრებიან.
ქართული დელეგაცია ედინბურგში დღეს დილით გაემგზავრა.
სხდომაზე მთავარი საკითხი ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ამოქმედება ინება, რომელშიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნებიც ჩაერთვებიან.
საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ედინბურგში ხელი სპეციალურ რეზოლუციასაც მოეწერება.