თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას პოლიტიკური პარტიები უერთდებიან.
პარლამენტის წინ, სადაც აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და მოძრაობა „ლელოს“ წევრები მივიდნენ.
შეკრებილი მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
შეკრებილ სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.