ჯენევაში მოლაპარაკებების მერვე რაუნდი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.
ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე მთავარ საკითხად ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების საკითხი დააყენა.
მოზარდების გათავისუფლება მოითხოვეს ევროპელმა თანათავმჯდომარეებმა, თუმცა უშედეგოდ.
შეთანხმება არ შედგა უსაფრთხოების დოკუმენტზეც. სეპარატისტებისა და რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა დოკუმენტის გასაცნობად ორი თვე მოითხოვეს.