მსახიობი ბრედ პიტი NASA-ს ასტრონავტ ნიკ ჰეიჯს ესაუბრა, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება. მსახიობი, რომელიც ახალ ფილმში Ad Astra მთავარ როლს ასრულებს, ასტრონავტს კოსმოსში ცხოვრებასა და ორბიტაზე განლაგებულ ლაბორატორიაში მუშაობის სირთულეებზე ესაუბრა. ნიკ ჰეიჯსმა მსახიობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პიტმა და ჰეიჯსმა ისაუბრეს 20-წლიან თავდაუზოგავ შრომასა და ტესტებზე, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მეცნიერებმა ჩაატარეს.
ბრედ პიტის მონაწილეობით ახალი ფილმი Ad Astra საქართველოს კინოთეატრებში დღეს, 19 სექტემბერს გამოვიდა. ფილმში აგრეთვე თამაშობენ რუთ ნეგა, ტომი ლი ჯონსი და ლივ ტაილერი.
ფილმის აღწერა:
ავსტრონავტი როი მაკბრაიდი მოგზაურობს მზის სისტემის გარეთ, რათა იპოვოს დაკარგული მამა და ამოხსნას ის საიდუმლო, რომელიც საფრთხეს უქმნის დედამიწაზე სიცოცხლეს.