შვედმა გარემოსდაცვითმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა და მისი მეგობრებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობამ "მეგობრები მომავლისთვის" Amnesty International-ისგან "სინდისის ელჩის" ტიტული მიიღეს.
Amnesty International-ის დაჯილდოების ცერემონიალი 16 სექტმბერს გაიმართა.
ჯილდოს მიღებისას გრეტა ტუნბერგმა თქვა, რომ ის ამ ჯილდოს იღებს "ყველა უშიშარი მოზარდის სახელით, რომლებიც იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის".
ტუნბერგის თქმით, მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის კლიმატის ცვლილებსა და მიგრაციისა და შიმშილს შორის კავშირი ჯერ კიდევ შეუმჩნეველი ხდება.
16 წლის გრეტა ტუნბერგი უკვე წელიწადზე მეტია აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიას ეწევა თავის მეგობრებთან ერთად. მისი ყოველკვირეული პროტესტი, როდესაც უარი თქვა პარასკევობით სკოლაში მისვლაზე სანამ შვედეთის ხელისუფლება არ შეასრულებდა პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ცოტა ხანში გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს მასშტაბით.
Amnesty International-ი "სინდისის ელჩის" ჯილდოს გადასცემს ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ადამიანის უფლებებისთვის.
2003 წელს ამ ჯილდოს პირველი მფლობელი ჩეხი აქტივისტი, დისიდენტი, პოლიტიკოსი და ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გახდა.
"სინდისის ელჩის" ტიტულს ფლობენ ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი და სხვები.