სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა ავღანეთში, პარვანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა პრეზიდენტ აშრაფ ღანის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელთა შეკრების სიახლოვეს მოხდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ.
მედიის ცნობით, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ღანი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა. მომხდარის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ავღანეთის პრეზდინტის არჩევნები 2019 წლის 29 სექტემბერს იმართება. მოძრაობა "თალიბანმა" არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ არჩევნებს ჩაშლიდა.