ევროკავშირის 27 ელჩთან ერთად საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნები ჩამოვიდა.
პიტერ სემნები მონაწილეობას მიიღებს ხელისუფლების პირველ პირებთან გამართულ მოლაპარაკებებში..
სემნების განცხადებით, აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისეთი ვითარების უზრუნველყოფა, რომელიც ინციდენტებს გამორიცხავს.
"საქართველოში რამდენიმე მიზეზის გამო ჩამოვედი. პირველ რიგში, მონაწილეობას მივიღებ შეხვედრებში, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები გამართავენ საქართველოში. ეს ადამიანები ევროკავშირის საქართველოში ყოფნის, ასევე მონიტორინგის მისიის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. ასე, რომ მათ ზუსთად და საფუძვლიანად უნდა იცოდნენ ვითარება საქართველოში. ძალიან შემაშფოთებელია მოზარდების გადაცების ფაქტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ინციდენტიც მცირე ინციდენტების მსგავსად მოგვარდება, მაგრამ აუცილებელია ისეთი ვითარების უზრუნველყოფა, რომელიც მსგავს ინციდენტებს გამორიცხავს", _ განაცხადა პიტერ სემნებმა.