აშშ-ის ყველაზე გასაიდუმლოებულ ბაზა „არეა 51“-ში 20 სექტემბერს 2 მილიონი ადამიანი შეჭრას გეგმავს - უწყინარი ინტერნეტხუმრობა, რომელიც სერიოზულ პრობლემად გადაიქცა
აშშ-ში, ნევადის შტატის მოშორებით, უკიდურესი სამხრეთით ორი მომცრო ზომის ქალაქი მდებარეობს. მცხოვრებელთა საერთო რაოდენობა 173 ადამიანს შეადგენს. რეიჩელისა და ჰიკოს ქალაქები თვალწარმტაცი და მტვრიანი გზებით გარშემორტყმული ტერიტორიებია, რომლებიც ძალიან დიდ გაუგებრობაში სრულიად შემთხვევით მოხვდა.
ამ ქალაქების ერთადერთი ღირშესანიშნაობა გასაიდუმლოებული ამერიკული სამხედრო ბაზაა, ცნობილი როგორც „არეა 51“. ორივე ქალაქი ამ ბაზიდან 40-50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იდუმალმა სამხედრო ბაზამ, რომელსაც დიდხანს უკავშირებენ უცხოპლანეტელების შეთქმულების თეორიებს, უფოლოგიურ „ფოლკლორში“ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
19 სექტემბრიდან ამ ორ ქალაქში 2 მილიონამდე ადამიანს ორი მასშტაბური აქციის Alienstock-სა და Storm Area 51-ის ღონისძიებისთვის ელოდებიან.
გასხვავებით დიდი ზომის ფესტივალებისგან, ეს ღონისძიებები წლობით ადრე არ დაუგეგმავთ. მეტიც, ამ ყველაფერმა სათავე ინტერნეტხუმრობიდან აიღო, როდესაც 20 წლის ფეისუქმომხმარებელმა სოციალურ ქსელში ღონისძიება დაამატა სახელწოდებით „შევიჭრათ არეა 51-ში, ყველას ვერ შეგვაჩერებენ“.
ადამიანთა დიდი რაოდენობის გაერთიანების შემდეგ, კიდევ უფრო გამყარდა ეჭვები, რომ ობიექტის შიგნით, , საიდუმლოებებს იცავენ. მათ შორის, უცხო ტექნოლოგიასა და სამთავრობო საიდუმლოებით მოცულ კვლევებს, რომელიც ინიციატივის მიხედვით საბოლოოდ უნდა გამჟღავნებულიყო ფართო საზოგადოებისთვის. „ჩვენ უნდა ვნახოთ უცხოპლანეტელები“,- ეწერა ღონისძიების აღწერაში, რომელიც მოგვიანებით ავტორის მიერ უწყინარ ხუმრობად გამოცხადდა.

ამ ხუმრობამ ღონისძიების დამატებიდან რამდენიმე საათში საოცარი პოპულარობა მოიპოვა. BBC-ის მიერ გავრცელებულ ფოტოში ღონისძიებაში მონაწილე 2 მილიონი ადამიანი "არეა 51-ში შეჭრას აპირებს". დღეს ეს ღონისძიება სოციალურ ქსელში წაშლილია, თუმცა მსგავსი სახელწოდების ძიებაში აღმოაჩენთ უამრავ გვერდს, რომლებიც ამ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ეხმიანება.
„არეა 51-თან დაკავშირებული ღონისძიება, რომელიც სოციალურ ქსელში 27 ივნისს განვათავსე იყო უბრალო ხუმრობა. ამ ფაქტს მთელი მსოფლიოს გარშემო მოჰყვა ძალიან დიდი ჩართულობა“,- აღნიშნა იდეის ავტორმა, მეთი რობერტსმა BBC-სთან საუბარში.
რობერტსის განცხადებით, მიუხედავად საინფორმაციო კამპანიისა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებსაც სჯერათ, რომ "არეა 51-ში" უცხოპლანეტელები ჰყავთ დატყვევებული.
პრობლემა:
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სოციალურ ქსელში არსებული მუქარები შეჭრასთან დაკავშირებით სერიოზულად განიხილა. აშშ-ის შ საჰაერო ძალების სპიკერმა ლორა მაკენდრიუსმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა რომ ბაზაზე შესვლა არალეგალური და საფრთხის შემცველია.
„სამხედრო დანადგარების ან წვრთნების ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლის მცდელობა, თითოეული მოქალაქისთვის იქნება საფრთხის შემცველი“,- აღნიშნა მაკენდრიუსმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ღონისძიების შემდეგ მეთი რობერტსს სახლში FBI ესტუმრა, რომელიც დარწმუნდა, რომ მოქალაქის ქმედების მოტივები ნამდვილად უწყინარი იყო.
მიუხედავად საინფორმაციო კამპანიისა, აშშ-ის საჰაერო ძალების დანაყოფი 20 სექტემბრიდან მაინც ემზადება ნებისმიერი სახის ინტერვენციისთვის.

ახლომდებარე ქალაქის შეპარდის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ღონისძიებით დაინტერესებულ ადამიანთა 1 პროცენტი გამოცხადდება, ეს უსაფრთხოების დაცვის მათ შესაძლებლობებს გდააჭარბებს.
ნევადას შტატიდან დამატებით 150 სამართალდამცავი და ამდენივე გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟის ექიმია გამოძახებული.
შეპარდის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კონტროლირებად გასაიდუმლოებულ ბაზაზე შეღწევას გადაწყვეტს პოლიცია დააკავებს. ჯარიმის სახით განსაზღვრულია 1000 დოლარი.
„ჩემი რჩევა იქნება ყველა მოქალაქისთვის, მათთვის რომლებიც არეა 51-ის მონახულებას აპირებენ, დაათვალიერონ ის ჯებირს მიღმა და არ სცადონ უკანონოდ შესვლა“,- განაცხადა შეპარდმა.
რობერტსის განცხადებით, ადამიანები რომლებიც ამ ღონისძიებებს დაესწრებიან და ეცდებიან ტერიტორიაზე შეჭრას იმოქმედებენ საკუთარი სურვილით.
„მე უკვე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, რომ ყველა გამეფრთხილებინა. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები რომლებიც აკრძალულ ტერიტორიაზე შეჭრას შეეცდებიან იმოქმედებენ საკუთარი სურვილით, რომელთანაც მე შემხებლობა არ გამაჩინა",- აღნიშნა რობერტსმა.
