მეცნიერებმა სამარხში ორი მამაკაცის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელთაც ხელი აქვთ ჩაკიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს.
მკვლევარებმა მათ „მოდენას შეყვარებულები“ უწოდეს.
მეცნიერები 2009 წელს იტალიაში, მოდენაში აღმოჩენილი ნეშტების სქესის დადგენას მათი მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, ახალი ტექნიკის დახმარებით, სქესის განსაზღვრა კბილის ემალზე არსებული პროტეინით მოხდა.
ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 მე-6 საუკუნეების "სიყვარულის ისტორიის" შესახებ ჩანაწერები არ მოიპოვება, არსებობს მხოლოდ ფიზიკური მტკიცება იმისა რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ან ნათესაური კავშირი ჰქონდა.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ორი მამაკაცი ხელჩაკიდებული განზრახ დამარხეს.
კვლევის ავტორის ფრედერიკო ლუგლის აზრით, შესაძლოა სამარხში ბიძაშვილები ან ბრძოლაში ერთად დაღუპული მეგობრები არიან. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეცნიერი ფრედერიკო ლუგლის მოსაზრებას იზიარებს და ფიქრობს შესაძლოა ეს იყოს თანამებრძოლთა ერთობლივი სამარხი, თუმცა მოდენაში აღმოჩენილ სამარხებში ყველა ნეშტი ინდივიდუალურად არის დაკრძალული.