ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკვე ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ თამანდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"გასულ ღამეს, პრეზიდენტ ტრამპს შევთავაზე ჩემი თანამდებობიდან წასვლა, მან კი მითხრა, "მოდი ამაზე ხვალ ვისაუბროთ" - დაწერა ბოლტონმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, გუშინ, დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი კარდინალურად განსხვავებული შეხედულებების გამო გაათავისუფლა.