ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ მთებში მომხდარ მიწისძვრას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 63 დაშავდა.
5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა სიშუანის პროვინციაში, ქალაქ ნეიჯიანგთან გამთენიისას მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 132 სახლი მთლიანად განადგურდა, ხოლო 5000 ნაწილობრივ დაზიანდა. ხელისუფლებამ 2417 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „შინხუას“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ რეგიონში სამაშველო ოპერაციისთვის შეიარაღებული ძალების 100 თანამშრომელი გაგზავნა.
ამ რეგიონში მიწისძვრა ხშირად ხდება. ეპიცენტრი, ამ შემთხვევაშიც ტიბეტის ქვემოდ არსებული ტექტონიკური ფილა იყო.