"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია გენრალური პროკურატურის მიერ ახალი ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ. რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში. მთავარი არხი • Mtavari Arkhi მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ", - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა.