იაპონიაში მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მძღოლი, რომელიც მატარებელს მართავდა. მამაკაცი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, მსუბუქად დაშავდა 30 ადამიანი, ხოლო ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
უბედური შემთხვევა იაპონიის სიდიდით მეორე ქალაქში, იოკოჰამაში მოხდა.
მატარებლების კომპანია კეიკიუ კორპორაციის ინფორმაციით, სარკინიგზო კვეთისას მძღოლმა სხვა მატარებელი შეამჩნია და მყისიერად დაამუხრუჭა, თუმცა შეჯახების თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო.