ირანი ბირთვული შეიარაღების გაძლიერების ახალ პროგრამას იწყებს
ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებით, ირანი ბირთვული გდაიარაღების უპრეცენდენტო განვითარებას იწყებს.
პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა თქვა, რომ პარასკევს, ქვეყანა ცენტრიფუგების განვითარებას ურანის გამდიდრების დაჩქარების მიზნით იწყებს.
გასულ წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დატოვა და გააძლიერა ზეწოლა თეირანზე.
აშშ-ის საპასუხოდ, ირანმა შეთანხმების ორ მნიშვნელოვან პუნქტზე უარი თქვა.
ირანმა გამდიდრებული ურანის ფლობის საერთაშორისო ნორმით დადგენილ ზღვარს 3.67%-ით გადააჭარბა.
ნაკლებად გამდიდრებული ურანი, რომელსაც 3-5%-ნი კონცენტრაცია გააჩნია, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ატომურ ელექტრო სადგურებში. იარაღის შესაქმნელად. ურანის გამდიდრების კონცენტრაციამ მინიმუმ 90%-ს უნდა მიაღწიოს.