ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად ჩანიშნულ სამიტს არ დაესწრება
ჟაირ ბოლსონარუს პრესსამსახურის განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტი კუჭზე მე-4 ოპერაციისთვის ემზადება. ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერი, 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაჭრეს.
სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ნაცვლად გაიგზავნება წარმომადგენელი ან სამიტის ორგანიზატორებს სთხოვენ დროებით გადადონ ღონისძება.
წელს, ამაზონის ჯუნგლებში 80 000-ზე მეტი ხანძრის კერა იწვოდა. ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერი კი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოჰყვა, როდესაც ჯუნგლების განადგურების შესაჩერებლად შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა.