იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, რომელიც "მოძრაობა 5 ვარსკვლავისა" და "ლიგის" კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობდა, ახალი მთავრობის ფორმირება დაასრულა.
კონტე მოღვაწეობას კვლავ იტალიის პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს.
ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავი მოიყარა "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" 10-მა წარმომადგენელმა. 9 მინისტრი იქნება დემოკრატიული [მანამდე ოპოზიციური] პარტიიდან, ერთი კი "თანასწორებისა და თავისუფლების პარტიიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უპარტიო მინისტრმა ჩაიბარა
იტალიის სამთავრობო კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტია "ლიგამ" შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ხელმძღვანელობით იტალიის მთავრობა დატოვა.
დასავლური მედიის ცნობით, სალვინიმ მთავრობა, საკუთარ თანაპარტიელებთან ერთად, იმ განზრახვით დატოვა, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ პრემიერი კონტე გადადგებოდა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, სადაც ის თავის პარტიას უწინასწარმეტყველებდა უმრავლესობით გამარჯვებას.
მატეო სალვინის მოლოდინები არ გამართლდა, ჯუზეპე კონტე არ გადადგა, რის შემდეგაც მას იტალიის პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება და ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.