ახალ ზელანდიაში, ცენტრალურ ჩრდილოეთ კუნძულზე ორი მიწისძვრა მოხდა. GeoNet-ის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 5.2, ხოლო მეორე - 4.5 მაგნიტუსდის სიმძლავრის იყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგები ძლიერი იყო, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისძვრები ქალაქი ტურანგიდან 15 კილომეტრში, ტაუპოს ტბის ზედაპირიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა.